82-ე ბედ ბით ჯეკპოტი - პირველი BRONZE ჯეკპოტი

Europe-bet-ის პოკერ რუმში ამჯერად 82-ე ბედ ბით ჯეკპოტი და ამავე დროს პირველი Bronze ჯეკპოტი გათამაშდა. ჯეკპოტის საპრიზო ფონდმა 80 990 ლარი შეადგინა და ეს თანხა ექვსმა მოთამაშემ გაინაწილა.

პირველ ადგილზე გასულმა profdragon-მა 28 346 ლარი მოიგო. მან რვიანების კარეში წააგო zviknoris-თან, რომელსაც სტრით ფლეში ჰყავდა. მეორე ადგილზე გასულმა zviknoris-მა 16 201 ლარი მოიგო.

გათამაშების პირობების თანახმად, საპრიზო ფონდიდან თანხა დანარჩენმა ოთხმა მონაწილემ nirvana232-მა, goga007-მა, Buenos-Aires-მა და Gio5-მა მიიღო. თითოეულმა მათგანმა 4 049 ლარი მოიგო.

ბედ-ბით ჯეკპოტი 28 მაისს, 15:29 საათზე გათამაშდა. იღბლიანი მაგიდა ამჯერად Bronze Jackpot #62 აღმოჩნდა, დარიგების ნომერი #73990611 იყო, ბლაინდი კი 0,05/0,10 ლარს შეადგენდა.

ბედ-ბითის გათამაშებაში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია მოთამაშემ წინასწარ გაიაროს საიტზე ვერიფიკაცია. წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს გამარჯვებულზე არ გასცეს მოგებული თანხა და დააბრუნოს უკან, ბედ-ბითის ფონდში, რისი პრეცენდენტიც უკვე აღნიშნულ იქნა. 82-ე ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშების დროს ერთ-ერთმა მოთამაშემ ვერ მოახერხა ვერიფიკაციის გავლა რის შედეგადაც მის მიერ მოგებული თანხა იქნა დაკავებული და დაბრუნებული ჯეკპოტის საპრიზო ფონდში.

შეგახსენებთ, ონლაინ-პოკერში ბედ ბით ჯეკპოტის გათამაშება "ევროპაბეთმა" 2011 წლის ოქტომბრის ბოლოს დაიწყო და ახლაც აგრძელებს. "ევროპაბეთის" პოკერრუმში გამოყოფილია ბედ-ბით ჯეკპოტის სპეციალური მაგიდები და მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია.

კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
europe-bet.com შესახებ
Europe-Bet.com 2010 წლიდან, მისი დაარსებიდანვე არის აზარტული და ონლაინ თამაშების ერთ-ერთი წამყვანი დამოუკიდებელი ორგანიზაცია ბაზარზე.

ჩვენი მთავარი ღირებულებებია მომხმარებლებისათვის საუკეთესო არჩევანის, საუკეთესო მომსახურების და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობის შეთავაზება, რაშიც Europe-Bet.com-ს წამყვანი ადგილი უკავია. ჩვენს მომსახურებაში შედის მრავალი აზარტული თამაში - ცოცხალი სამორინე, პოკერი და მრავალი სპორტული აზარტული თამაში. ჩვენი ღირებულებებია პატიოსნება, კეთილსინდისიერება, სიახლეებისაკენ და ახალი ტექნოლოგიებისა და ტექნიკის დანერგვისაკენ სწრაფვა მომხმარებლებისათვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების შესათავაზებლად.